ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. კვალიფიკაციის მე-2 რაუნდში ბასილაშვილი ეგვიპტელ მოჰამედ საფვატს გაეჯიბრა და მსოფლიოს 219-ე ჩოგანთან 5:7, 6:3, 5:7 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქართველმა ჩოგბურთელმა უიმბლდონზე კვალიფიკაცია გაიარა და ძირითად ბადეში 2 გამარჯვება იზეიმა, ამჟამინდელი წარუმატებლობის გამო კი, დიდი რაოდენობით ქულები დააკლდება.