ჩოგბურთი

16:51 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წინ მიიწევს

ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მე-2 ნომრად განთესილმა შაფათავამ პირველ რაუნდში ავსტრალიელი ელისონ ბაი 6:4, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალშიც იოლი გამარჯვება იზეიმა “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ დებორა კიეზასთან – 6:3, 6:2.

მეოთხედფინალში სოფოს მეტოქე მე-8 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელი არანჩა რუსი იქნება, რომელიც 2012 წელს მსოფლიოს 61-ე ჩოგანი გახლდათ, ახლა კი, 260-ე ადგილამდე გახლავთ დაქვეითებული.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და სლოვაკი რებეკა სრამკოვა მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც პირველი განთესვით მოასპარეზე იტალიურ-პოლონურ დუეტს (ჯიოვინე-პიტერი) გაეჯიბრებიან.

0.117139