26-29 ივნისს, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს. ოთხი დღის განმავლობაში, აკადემიის დარბაზებში NBA-ს საზაფხულო კემპი ჩატარდება. როგორც აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იტყობინება, კემპი მთლიანად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პატრონაჟით ტარდება და მასში მონაწილეობას აკადემიის კალათბურთელები მიიღებენ. საზაფხულო კემპზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოდიან NBA-ს წარმომადგენლები:
ტროი ჯასტისი - NBA-ს მწვრთნელი. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საერთაშორისო საკალათბურთო ოპერაციების უფროსი დირექტორი.
კალანა გრინი - WNBA-ს მოთამაშე. „მინესოტა ლინქსის“ კალათბურთელი.
ლოუ ემუნდსონი - NBA-ს მოთამაშე. „ნიუ იორკ ნიქსის“ კალათბურთელი.
კემპში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ქართველი და უცხოელი მწვრთნელები.
საზაფხულო კემპთან დაკავშირებით აკადემიის დამფუძნებელი ზაზა ფაჩულია 23 ივნისს, 12:00 საათზე, აკადემიაში (მისამართი: წერეთლის 105ა) პრესკონფერენციას გამართავს.