ფეხბურთი

16:11 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოლიტო “სიტის” ფეხბურთელი გახდება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “სელტას” 29 წლის შემტევი ნოლიტო “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი გახდება, აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, რამდენიმე კვირაში ნოლიტო მანჩესტერულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტზე მოაწერს ხელს. შეთანხმების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

განვლილ სეზონში ნოლიტომ “სელტას” მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 7 პასი გააკეთა. ის ამჟამად ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

0.120804