საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე "საბურთალო" ახალი სეზონისთვის მზადებას 27 ივნისს დაიწყებს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პაბლო ფრანკოს შეგირდები ამხანაგურ შეხვედრებს 6 და 9 ივლისს "ცხინვალთან" და "გაგრასთან" ჩაატარებენ.
ტესტ-მატჩების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი გუნდს უცხოეთში მოამზადებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ ქვეყანაში აპირებს "საბურთალო" გამგზავრებას. საქართველოს ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება.