კალათბურთი

0:17 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი კალათბურთელები რუსეთთან დამარცხდნენ

ისრაელში მყოფმა საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თელ ავივის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი გამართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ქართველების მეტოქე რუსეთის ნაკრები გახლდათ. მატჩი ჩრდილოელი მეზობლების გამარჯვებით – 65:51 დასრულდა.

რუსეთის ნაკრებმა მცირედით, თუმცა ყველა პერიოდი მოიგო და საბოლოოდ, სხვაობამ 14 ქულა შეადგინა. ქართველებმა შემდეგი სასტარტო ხუთეულით დაიწყეს: გიორგი ჩაჩხიანი, დავით ლომიძე, ვილი ისიანი, მაიზერ რევაზაშვილი, სოსო გოგნაძე.

მიუხედავად ტანმაღალი ხუთეულისა, ქართველებმა საბოლოოდ, ფარი დათმეს (39:46). საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი ჩამორჩენა ბურთის კონტროლში ჰქონდა – ჩერქეზიშვილი გუნდმა 24 შეცდომა დაუშვა, რუსეთმა კი – 11.

ქართველთაგან 12 ქულით მაიზერ რევაზაშვილი გამოირჩა. 11 ქულა მიითვალა დავით ლომიძემ. რუსეთის ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი ვლადისლავ სტარატელევი გახდა, რომელიც გასულ სეზონში თბილისის “ვითას“ ღისრებას იცავდა.

საქართველოს ნაკრები 22 ივლისს, თბილისის დროით 17:15 საათიდან ისრაელს ეთამაშება, 23-ში კი, 19:30 საათიდან საქართველოს და ჰოლანდიის შეხვედრა დაიწყება.

რუსეთი – საქართველო 65:51 (18:16, 18:16, 16:10, 12:9)

www.gbf.ge

0.116861