ჩოგბურთი

21:34 | 21.06.2016 | ნანახია 664 - ჯერ

შაფათავამ წყვილებში მოგებით დაიწყო

იტალიის დედაქალაქ რომში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ.

ის და სლოვაკი რებეკა სრამკოვა წყვილთა შეჯიბრის მერვედფინალში იტალიელებს – სუსანა და ვირჯინა ჩიკონეებს გაეჯიბრნენ და ძალიან იოლად – 6:0, 6:0 სძლიეს.

ერთეულთა ბადეში შაფათავას მე-2 განთესვა გააჩნია და პირველ წრეში ავსტრალიელ ელისონ ბაის გაეჯიბრება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068597