ჩოგბურთი

16:05 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები იტალიაში, შვედეთსა და თურქეთში

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება და ძალებს 25-ათასიან ტურნირში მოსინჯავს. შაფათავა მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ავსტრალიელ ელისონ ბაის ეთამაშება.

წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და სლოვაკი რებეკა სრამკოვა იტალიელებს – სუსანა და ვირჯინია ჩიკონეებს გაეჯიბრებიან.

შვედურ ისტადში ასევე 25-ათასიან შეჯიბრში ჩაერთვება ეკატერინე გორგოძე, რომელსაც მე-7 განთესვა მიანიჭეს. გორგოძე საწყის წრეში ავსტრიელ პია კიონიგს დაუპირისპირდება.

თურქეთში, კერძოდ კი, მარმარისის 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებს გიორგი ჯავახიშვილი. პირველ წრეში მისი მეტოქე მე-7 რეიტინგის მქონე უკრაინელი ვადიმ ალეკსეენკო იქნება.

წყვილებში ჯავახიშვილი და ბელარუსი არწიომ დაბრიანი ფრანგებს – მიკაელ რიონდის და უგო ვოლიაკუესს ეთამაშებიან.

0.116694