შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინაა განთავსებული, ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის პირველი წილისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “დინამო” თბილისს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევს გათამაშებაში ჩართვა, სადაც მისი მეტოქე ან ანდორის ჩემპიონი “სანტა კოლომა” იქნება, ანაც სომხეთის საუკეთესო გუნდი “ალაშკერტი” – ზუსტი ვინაობა 6 ივლისს გვეცოდინება, როცა I საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდება და გაირკვევა ანდორულ-სომხურ წყვილში გამარჯვებული.
რაც შეეხება დანარჩენ წყვილებს – შოტლანდიის ჩემპიონი “სელტიკი” ესტონურ “ფლორასა” და გიბრალტარულ “ლინკოლს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ავსტრიულ “ზალცბურგს” ლატვიური “ლიეპაია” ელოდება, ხოლო დანიიის ჩემპიონ “კოპენჰაგენს” თამაში ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ “კრუსეიდერსთან” მოუწევს.
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი 12/13 და 19/20 ივლისს გაიმართება, წყვილები კი ასე დაკომპლექტდა:
“ყარაბახი” (აზერბაიჯანი) – “დუდელანჟი” (ლუქსემბურგი)
“ჰაპოელ ბეერ-შევა” (ისრაელი) – “შერიფი” (მოლდოვა)
“ოლიმპია” (სლოვენია) – “ტრენჩინი” (სლოვაკეთი)
“ზალცბურგი” (ავსტრია) – “ლიეპაია” (ლატვია)
“ვარდარი” (მაკედონია) – “დინამო” (ხორვატია)
“ნიუ სეინტსი” (უელსი)/”ტრე პენე” (სან მარინო) – “აპოელი” (კვიპროსი)
“ზრინსკი” (ბოსნია) – “ლეგია” (პოლონეთი)
“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) – “მლადოსტი” (მონტენეგრო)
“დინამო” (საქართველო) – “სანტა კოლომა” (ანდორა)/”ალაშკერტი” (სომხეთი)
“ჟალგირისი” (ლიტვა) – “ასტანა” (ყაზახეთი)
“შკენდერბიუ” (ალბანეთი) – “ფერენცვაროში” (უნგრეთი)
“ბატე” (ბელორუსი) – “სეინაიოკი” (ფინეთი)
“ვალეტა” (მალტა)/”ტორსჰავენი” (ფარერები) – “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი)
“როსენბორგი” (ნორვეგია) – “ნორჩეპინგი” (შვედეთი)
“დანდალკი” (ირლანდია) – “ჰაფნაფიურდური” (ისლანდია)
“ფლორა” (ესტონეთი)/”ლინკოლნი” (გიბრალტარი) – “სელტიკი” (შოტლანდია)
“კუსეიდერსი” (ჩრდილოეთ ირლანდია) - “კოპენჰაგენი” (დანია)