თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ვალერიან გვილია კარიერას ბელარუსის ჩემპიონ ბატე-ში გააგრძელებს. გვილია ბელარუსის “მინსკში” თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
22 წლის გვილიას წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი “მინსკთან”, მაგრამ არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ზაფხულშივე შეეძლება წასვლა, თუ მსურველი კლუბი მინსკელებს სატრანსფერო თანხას გადაუხდის.
13 მატჩი, 4 გოლი – ასეთია გვილიას სტატისტიკა “მინსკში”. შეგახსენებთ, გვილია უკრაინის სახელით თამაშობდა, მაგრამ წლეულს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და 21-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩიც ჩაატარა.