კალათბურთი

8:16 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდ კავალიერსი” ნბა-ს ჩემპიონია

“კლივლენდ კავალიერსმა” არსებობის ისტორიაში ნაციონალური საკალათბურთი ასოციაცია პირველად მოიგო. გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში “კლივლენდმა” გასვლაზე” “გოლდენ სტეიტი” 93:89 დაამარცხა. “კავალიერსი” ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ფინალურის სერია 1:3-დან მოიგო. ლებრონ ჯეიმსი ფინალების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, აღნიშნული ტიტული “მეფემ” მესამედ მოიპოვა (2012, 2013, 2016). ჯეიმსს ასევე სამი საჩემპიონო ბეჭედი დაუგროვდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვერც ერთი გუნდი სოლიდური უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. პირველ ტაიმში “კავალერიამ” პერიმეტრიდან 14 მცდელობიდან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო, რის ხარჯზეც ოკლენდელებმა ტაიმი 7 ქულით მოიგეს. მესამე პერიოდის დასაწყისში ჯეიარ სმიტმა ორი მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და გუნდი წინ გაიყვანა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, 89:89-ზე, ლებრონ ჯეიმსი ანდრე იგუადალას მნიშვნელოვან ბლოკ-შოტს უკეთებს, მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე კი კაირი ირვინგი სამქულიანს აგდებს. “მეომრები” შეტევას აფუჭებენ, ლებრონ ჯეიმსი მეტოქის სამწამიაში შეიჭრა და ბურთის ჩატენვის დროს გრინი დაჯარიმდა, “მეფემ” ორიდან ერთი ჯარიმა გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. “კავალიერსის” გამარჯვებაში ლომის წილი ლებრონ ჯეიმსმა დაიდო და სამმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა, 11 პასი, 11 მოხსნა, 3 ბლოკ-შოტი. “გოლდენ სტეიტში” დრეიმონ გრინი 32 ქულით 15 მოხსნით და 9 პასით გამოირჩა.

“კავალიერსის” გამარჯვება ლებრონ ჯეიმსის და კაირი ირვინგის კარმა თამაშმა და “გოლდენ სტეიტის” ლიდერების კარის და ტომპსონის უფერულმა თამშმა განაპირობა.

“გოლდენ სტეიტი” – “კლივლენდ კავალიერსი” 89:93 (22:23, 27:19, 27:33, 13:18)

“გოლდენს სტეიტი”: გრინი (32 ქ. 15 მ. 9 პ.), კარი (17 ქ.), ტომპსონი (14 ქ.), ბარნსი (10 ქ.), ლივინგსონი (8 ქ.), იგუადალა (4 ქ.), ბარბოსა (3 ქ.), ვარეჟაო (1 ქ.)

“კლივლენდ კავალიერსი”: ჯეიმსი (27 ქ. 11 მ. 11 პ. 3 ბ.), ირვინგი (26 ქ.), სმიტი (12 ქ.), ლავი (9 ქ. 14 მ.), ტომპსონი (9 ქ.), შამპერტი (6 ქ.), ჯეფერსონი (2 ქ.), უილიამსი (2 ქ.)

0.117526