ფეხბურთი

15:48 | 19.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორშაბათს ევროსარბიელზე ქართული გუნდების მეტოქეები გვეცოდინება

ორშაბათს თბილისის დროით 14:00 საათზე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება და შესაბამისად, გვეცოდინება საქართველოს ჩემპიონ “დინამო” თბილისის მეტოქე. “დინამო” განთესილთა შორისაა და ახლა მისი სავარაუდო 13 მოწინააღმდეგეა ცნობილი, მაგრამ პირველი საკვალიფკაციო ეტაპის შემდეგ მას კიდევ ოთხი დაემატება.

ზემოხსენებული 13 გუნდი კი ასეთია: “დუდელანჟი” (ლუქსემბურგი), “ჟალგირისი” (ლიტვა), “ჰაპოელ ბეერ შევა” (ისრაელი), “ოლიმპია” (სლოვენია), “ვარდარი” (მაკედონია), “ნორჩეპინგი” (შვედეთი), “ფერენცვაროში” (უნგრეთი), “კრუსაიდერსი” (ჩრდილოეთ ირლანდია), “ზრინსკი” (ბოსნია), “დანდოლკი” (ირლანდია), “მლადოსტი” (მონტენეგრო), “სეიაოენი” (ფინეთი), “პარტიზანი” (ალბანეთი), “ლიეპაია” (ლატვია)

“დინამო” ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს 12/13 და 19/20 ივლისს ჩაატარებს.

რაც შეეხება ევროპა ლიგას – აქ ქართული გუნდებიდან განთესილი მხოლოდ გორის “დილაა”, ხოლო საჩხერის “ჩიხურა” და “სამტრედია” განუთესავებში არიან. ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება. ევროპა ლიგის წილისყრა ჩვენი დროით 16:30 საათზე დაიწყება.

0.151384