ჩოგბურთი

18:50 | 19.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა, მთავარი პრიზის მოპოვება ვეღარ შესძლო.

გორგოძემ Braunschweig Women's Open 2016-ზე 4 მატჩი მოიგო. ეკატერინემ გერმანელ ლისა მატვიენკოს 6:4, 2:6, 7:5 სძლია, იტალიელ მარტინა გარეგაროს – 4:6, 6:3, 6:4, შვეიცარიელ პატი შნიდერს – 3:6, 6:4, 7:5, ხოლო ჩინელ შილინ ქსუს (მე-3 განთესვა) – 0:6, 6:4, 6:3 აჯობა.

ფინალში გორგოძე მე-4 რეიტინგის მქონე სერბ ნინა სტოიანოვიჩს გაეჯიბრა და 4:6, 3:6 დამარცხდა. შედეგად, ქართველმა ჩოგბურთელმა 30 სარეიტონგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში წინსვლა ელის. ამჟამად, გორგოძე 124 ქულით 320-ე ადგილზეა.

0.138458