ფეხბურთი

16:47 | 18.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი ბაქოს “ინტერს” დარჩა

ზურაბ ხიზანიშვილი კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს ბაქოს “ინტერში”. მან ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი. 34 წლის მცველმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის გასულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ხიზანიშვილი ზაურ სვანაძის გუნდისთვის საკმაო ძალას წარმოადგენდა. მართალია, ასაკშია, მაგრამ გამოცდილებით ბევრს მატებს გუნდს.

0.119663