ჩოგბურთი

22:50 | 17.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ნახევარფინალშია!

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

გორგოძე მეოთხედფინალურ შეხვედრაში წარსულში ცნობილ შვეიცარიელ ჩოგბურთელ პატი შნიდერს გაეჯიბრა და მძიმე ბრძოლაში 3:6, 6:4, 7:5 სძლია.

შეგახსენებთ, რომ აწ უკვე 37 წლის შნიდერი ათიოდ წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. პატიმ კარიერის პიკს 2005 წლის ნოემბერში უწია, როდესაც რეიტინგში მე-7 ადგილზე იყო.

ნახევარფინალში გორგოძის მეტოქე მე-3 ნომრად განთესილი ჩინელი შილინ ქსუ იქნება, ფინალის მე-2 საგზურისთვის გერმანელი ან შეფერი (1-ლი განთესვა) და სერბი ნინა სტოიანოვიჩი (მე-4) იბრძოლებენ.

წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ გერმანულ დუეტთან (გერლახი-ჰობგარსკი) 3:6, 6:4, 2:10 წააგეს.

0.114844