სხვა

19:44 | 17.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი მკაცრი ვერდიქტი - რიო 2016 რუსი მძლეოსნების გარეშე!

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია კვლავ კატეგორიულია - რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები რუსი მძლეოსნების გარეშე ჩაივლის. The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საგანგებო სხდომამ არ დააკმაყოფილა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მოთხოვნა და დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა, თუმცა რუსული სააგენტოების ცნობით, სხდომა ჯერ არ დასრულებულა და საბოლოო ვერდიქტზე საუბარიც ადრეა.

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსები 2015 წლის ნოემბერში აკრძალული პრეპარატების მასობრივ მოხმარებაში ამხილა, რასაც უმკაცრესი სანქცია მოჰყვა. საერთაშორისო ფედერაციამ კი რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია მოკვეთა.

წევრის სტატუსის აღსადგენად რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას რამდენიმე კატეგორიული მოთხოვნა წაუყენეს, მაგრამ როგორც ჩანს, მათგან ჩატარებული სამუშაოები საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქმეს ვერც რუსი სპორტსმენების მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახისადმი მიწერილმა წერილმა უშველა და ვერც რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს მიმართვამ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ სებასტიან კოუსადმი.

ბოლო იმედად კი რუსებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაღა რჩებათ, რომელიც 21 ივნისს გაიმართება და მასზე შეიძლება რიო 2016-ზე მძლეოსნების ინდივიდუალურად დაშვებაზე იმსჯელონ.

თეგებირიო 2016
0.128669