საქართველოს 16-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებს, აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის ნაცვლად, მისი ყოფილი ასისტენტი ბუბა ბერიშვილი უხელმძღვანელებს. ბერიშვილის ასისტენტები მიხეილ ბერუაშვილი და თემურ კანკია იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ ,,ქუთაისი 2010’’-ის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის ილიას ზუროსის ერთ- ერთ თანაშემწედ დაინიშნა.