დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა “ჰალეს” ტურნირის 1./8-ფინალში ტუნისელი მაკლე ჯაზირი 6:3, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში 4:3-ზე როჯერის სასარგებლოდ, შვეიცარიელმა ბრეიკი გააკეთა და სეტის ბედი გადაცწყვიტა. მეორე პარტიაში, მოულოდნელად ჯაზირი 3:0 დაწინაურდა, თუმცა ფედერერმა ორი ბრეიკის გაკეთება მოახერხა.
როჯერ ტურნირის 1/4-ფინალში ბელგიელ დავიდ გოფინს შეხვდება.
“ჰალეს” ტურნირი როჯერს შვიდჯერ აქვს მოგებული.