თითქმის გადაწყვეტილია, რომ 23 წლის მცველი თედო გრიგალაშვილი ქუთაისის “ტორპედოში” ჩაირიცხება. ფეხბურთელი ქუთაისში ჩავიდა და სავარაუდოდ, ამავე დღეებში გააფორმებს კონტრაქტს.
თედო შარშან ზაფხულს “სამტრედიიდან” გადავიდა გროზნოს “ტერეკში”, სადაც ძირითად გუნდში ვარჯიშობდა და ამხანაგურ მატჩებშიც თამაშობდა, რუსულ პრემიერლიგაში თავის გამოჩენის შანსი კი არ მისცემია. თედო გრიგალაშვილი 2010-2015 წლებში “ზესტაფონში” იყო, ასევე, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა.