სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, რომელმაც 11-12 ივნისს ლოს ანჟელესში გამართულ მსოფლიო თასზე პირველად ისტორიაში მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.
ქართველ მოჭიდავეებს აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა.