ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “ბარსელონამ” შინ “რეალს” უმასპინძლა და 100:99 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი ორქულიანი შეხვედრის ბოლო წამზე სტრატოს პერპეროღლუმ მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა “რეალის” ამერიკელმა მსროლელმა ჯეისი ქეროლმა ჩააგდო, “ბარსაში” 19 ქულით დოელმანი გამოირჩა.
“ბარსა” ფინალურ სერიას 1:0-ს იგებს. ესპანეთის ჩემპიონის გამოსავლენად სერია სამ მოგებამდეა. შემდეგი შეხვედრა, ბარსელონაში 17 ივნისს თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
პერპეროღლუს გადამწყვეტი ორქულიანი: