“ბარსელონას” შემტევი ნეიმარი კატალიონელებს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. Sport.es-ის ცნობით, 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონასთან” ხელშეკრულებას რამდენიმე კვირაში გაახანგრძლივებს და გუნდში 2022 წლამდე დარჩება. ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2018 წელს ეწურება.
გასულ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, სადაც 31 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა გააკეთა.