ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ უზბეკეთის ქალაქ ფერღანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველი წრე დასძლია.
ბოლქვაძე მე-7 ნომრად განთესილ რუს იანა სიზიკოვას გაეჯიბრა და საკმაოდ იოლად – 6:1, 6:4 სძლია. მერვედფინალში მარიამის მეტოქე ჩინელი ქსინიუ გაო იქნება.