"ლივერპულის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჟოაუ ტეიშეირა "პორტუში" გააგრძელებს კარიერას. როგორც პორტუგალიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შემტევმა ნახევარმცველმა ახალ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ლივერპულმა" კი კომპენსაციის სახით 240 000 ევრო მიიღო.
"მერსისაიდელებმა" ტეიშეირა 2012 წლის იანვარში "სპორტინგის" 19-წლამდელთა გუნდიდან დაიმატეს და შემდეგ ორჯერ განათხოვრებული ჰყავდათ.
გასულ სეზონში ლივერპულელთა ახალგაზრდულ გუნდში ჟოაუმ 35 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო მთავარი გუნდის მაისურით 7 შეხვედრაში თავი ერთი გოლით გამოიჩინა. შემტევი ნახევარმცველი პორტუგალიის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა.