ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ "სელესაოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლოს დუნგა დაითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
დუნგას გაწვრთნილმა ნაკრებმა 2016 წლის კოპა ამერიკის საიუბილეო გათამაშებაზე 4 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გათამაშებას გამოეთიშა. აღნიშნული შედეგი გახდა კარლოსის გათავისუფლების მიზეზი. დუნგა ოლიმპიურ ნაკრებსაც ვეღარ უხელმძღვანელებს.
ბრაზილიელი სპეციალისტი "სელესაოს" 2006/10 წლებში წვრთნიდა. დუნგამ ნაკრები ხელმეორედ 2014 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ მისმა გუნდმა 26 მატჩი ჩაატარა, მოიგო 18. 5 ფრედ დაასრულა, ხოლო 3 შეხვედრაში დამარცხდა.