ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი რონალდ კუმანი “ევერტონს” გაწვრთნის. აღნიშნული ცნობა “კანფეტების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
53 წლის მწვრთნელს “საუთჰემპტონთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა გარკვეული თანხის (არაოფიციალური ცნობით, 5 მილიონი ფუნტი) სანაცვლოდ მისი გაწყვეტა მოხდა და კუმანი 2019 წლის 30 ივნისამდე მერსისაიდულ კლუბში გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ კუმანი “საუთჰემპტონის” მწვრთნელი 2014 წლიდან იყო.