ჩოგბურთი

16:24 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე წყვილთა ტურნირში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უზბეკეთის ქალაქ ფერღანაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირში ჩაერთო და წყვილთა შეჯიბრში მარცხი განიცადა.

ბოლქვაძე და ჩინელი ქსინიუ გაო საწყის რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ რუსულ დუეტს (პოლინა მონოვა-იანა სიზიკოვა) გაეჯიბრნენ და 1:6, 4:6 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე ძალებს ერთეულთა ტურნირშიც მოსინჯავს. მარიამი პირველ წრეში მე-7 ნომრად განთესილ, ხსენებულ სიზიკოვას გაეჯიბრება.

0.112151