კალათბურთი

12:18 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაირიმ და ლებრონმა ერთად 82 ქულა ჩააგდეს და სერიაში სხვაობა შეამცირეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა გაიმართა, სადაც “გოლდენ სტეიტი” შინ “კლივლენდთან” 97:112 დამარცხდა. სერიას “მეომრები” 3:2-ს იგებენ.

“გოლდენ სტეიტის” მარცხს რამდენიმე ფაქტორი ჰქონდა, პირველი ის, რომ გუნდს სამი არასპორტული ჯარიმის გამო ერთ-ერთი ლიდერი დრეიმონ გრინი აკლდა, მეორე კი “კავალიერსის” ორმა ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა 41-41 ქულა ჩაგდეს, ჯამში – 82. კაირიმ და ლებრონმა ფინალურ სერიაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, ორივე კალათბურთელს ყველაფერი გამოსდიოდა. “გოლდენში” ტომპსონმა 37 ქულა, ხოლო კარიმ 25 ქულა ჩააგდო. “მეომრებმა” პირველი პერიოდი სამი ქულით მოიგეს, ხოლო შემდეგ სამივე პერიოდი წააგეს.

“კლივლენდის” კალათბურთელი კევინ ლავი ტრავმის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა, 32 წუთიც ითამაშა, თუმცა მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო.

სერიის მეექვსე შეხვედრა 17 ივნისს თბილისი დროით 05:00 საათზე დაიწყება.

“გოლდენ სტეიტი” – “კლივლენდი” 97:112 (32:29, 29:32, 23:32, 13:19)

https://www.youtube.com/watch?v=Zwy1bnPN8Mk

0.126737