ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ გერმანულ ბრაუნშვაიგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაცია დასძლია და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-5 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი მე-9 რეიტინგით მოთამაშე ბელგიელ კიმბერლი ზიმერმანს 6:4, 6:3 სძლია.
თუ ვინ იქნება სოფოს მომავალი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. საინტერესოა, რომ სწორედ კვალიფიკაციიდან ერგება მოწინააღმდეგე ეკატერინე გორგოძეს, რომელიც ძირითად ბადეში პირდაპირ გახლავთ დაშვებული.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია მე-4 ნომრად განთესილ ხორვატულ-ამერიკულ დუეტს (ტენა ლუკასი-ბერნარდა პერა) გაეჯიბრებიან.