ჭადრაკი

0:11 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მაიას თასის” პირველი დღის შედეგები

როგორც უკვე ვიუწყებოდით, გუშინ თბილისის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიოს ხუთგზის და საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულის – მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის გათამაშება გაიხსნა.

ასპარეზობა, რომლის საპრიზო ფონდიც 26 000 ლარს შეადგენს, ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს 17 ივნისის ჩათვლით თბილისი მასპინძლობს, ხოლო მეორე ეტაპი 19-22 ივნისს ქუთაისში ჩატარდება.

პირველი დღის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ასეთი ვითარება შეიქმნა

ქალები

1. ნანა ძაგნიძე – 9 ქულა

2-3. სალომე მელია, ნინო ხომერიკი – 6

4-5. მერი არაბიძე, სოფო ხუხაშვილი – 4

6-7. სოფო გურამიშვილი, ნინო ხურციძე – 3

8. მაია ლომინეიშვილი – 0

ვაჟები:

1-2. ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე – 7 ქულა

3. მერაბ გაგუნაშვილი – 5

4. ირაკლი ბერაძე – 4

5. თორნიკე სანიკიძე – 3

6-7. კონსტანტინე შანავა, ლუკა პაიჭაძე – 2

8. მიხეილ მჭედლიშვილი – 1

0.120034