ფეხბურთი

17:48 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიისემ კარიერა დაასრულა

ახლო წარსულში ცნობილმა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა იონ არნე რიისემ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 35 წლის ფეხბურთელმა საზოგადოებას საკუთარი ტვიტერის გვერდიდან ამცნო.

“ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებაა. ფეხბურთიდან მივდივარ – ვგრძნობ, რომ ძველებური ენთუზიაზმი და მოტივაცია აღარ მაქვს”, - განაცხადა ფეხბურთელმა.

იონ არნე რიისეს კარიერის საუკეთესო წლები ინგლისურ “ლივერპულში” გაუტარებია, სადაც ჩემპიონთა ლიგისა და ორჯერ ევროპის სუპერთასის მოგება მოახერხა. “წითლების” გარდა ნორვეგიელი მარცხენა მცველი “მონაკოში”, “რომაში”, “ფულჰემში”, “აპოელსა” და “დინამო დელიში” თამაშობდა. ბოლო ერთი სეზონი კი მშობლიურ “ალესუნდში” გაატარა.

0.12746