ჭადრაკი

14:41 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაია ჩიბურდანიძე კიდევ ერთ ახალ იდეას გვთავაზობს

როგორც საჭადრაკო სამყაროში ისე სპორტის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი რამდენად დიდი წვლილი აქვს მაია ჩიბურდანიძეს შეტანილი არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში, ამაზე მათი ტიტულებიც მეტყველებს. ახლა მან ჭადრაკს ახალი სისტემა შესთავაზა რომელსაც "მაიას ჭადრაკი" უწოდა.

გთავაზობთ ინტერვიუს მაია ჩიბურდანიძესთან, რომელსაც ტურნირის გახსნის შემდეგ "მსოფლიო სპორტი" ესაუბრა.

- ქალბატონო მაია, საიდან წამოვიდა ახალი სისტემის იდეა, რომელსაც თქვენ მაიას ჭადრაკი დაარქვით?

-ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ რაღაც ახალი იდეა მომეფიქრებინა, მეც ვიფიქრე და ეს იდეა მომივიდა თავში.

- ეს იდეა მარტომ განახორციელეთ?

- დიახ, მარტომ.

- მის განსახორციელებლად დიდი დრო დაგჭირდათ?

- დაახლოებით ერთი თვე.

- მეორე ეტაპზე რას გვეტყვით?

- ეს სისტემა თავის დროზე გენიალურმა მოჭადრაკემ რობერტ (ბობი) ფიშერმა შეიმუშავა.

- თქვენ უარი თქვით თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვარსკვლავის გახსნაზე, სპორტის სამინისტროს ახალ შემოთავაზებას თუ დათანხმდებით?

- მე საერთოდ არ მომწონს ეს იდეა, ვარსკვლავს მიწაზე რა უნდა?! ვარსკვლავები ცაშია... რადგან საქართველო ვაზის ქვეყანაა, შემოვდივარ წინადადებით, რომ ცნობადი სახეების პატივსაცემად, ვარსკვლავის ნაცვლად, ოქროს მტევანი გაიხნას, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავთანხმდები მინისტრის შემოთავაზებას.

0.117158