ჩოგბურთი

23:18 | 12.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ფინალში

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელსაც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მოგების შანსი ჰქონდა, გადამწყვეტი მატჩი წააგო.

შეგახსენებთ, რომ მეტრეველი წყვილთა შეჯიბრში ყაზახ დმიტრი პოპკოსთან ერთად ირჯებოდა და ამ დუეტმა 3 მატჩის მოგება მოახერხა, ფინალი კი არგენტინულ-ვენესუელელ დუეტთან (ფაკუნდო არგუელო-რობერტო მაიტინი) დათმო – 2:6, 5:7.

0.126833