ჩოგბურთი

23:44 | 11.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ ჰერტოგენბოშის ტურნირი მოიგო

ქართველმა და ყაზახმა ჩოგბურთელებმა ოქსანა კალაშნიკოვამ და იაროსლავა შვედოვამ ჰოლანდიის ქალაქ ჰერტოგენბოშში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) მოგება მოახერხეს.

კალაშნიკოვა და შვედოვა პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და ფავორიტის სტატუსი გაამართლეს. გადამწყვეტ მატჩში ოქსანამ და იაროსლავამ მე-4 რეიტინგის მქონე შვეიცარიულ-სერბულ დუეტს (ქსენია ნოლი-ალეკსანდრა კრუნიჩი) იოლად სძლიეს – 6:1, 6:1.

ამ წარმატების წყალობით, კალაშნიკოვამ და შვედოვამ 280-280 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს და ცხადია, კლასიფიკაციაში წინსვლა ელით. ამ დროისთვის, ოქსანა 1585 ქულით წყვილთა შორის მსოფლიოს 50-ე ჩოგანია.

0.119807