ფეხბურთი

21:31 | 11.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ფრანგი ნახევარმცველი დაიმატა

“მონპელიეს” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ხონას მარტინი “ბეტისში” ითამაშებს. აღნიშნული ცნობა ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ბეტისმა” 26 წლის ფეხბურთელში 2.5 მილიონი ევრო გაიღო და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

მარტინი, დანიელი მარცხენა მცველის რიზა დურმისის შემდეგ, “ბეტისის” მეორე საზაფხულო შენაძენია.

ხონასმა გასულ სეზონში “მონპელიეს” მაისური 37-ჯერ მოირგო და 4-4 გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.121865