სენიორთა შორის საჭადრაკო ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც სომხეთის დედაქალაქი ერევანი მასპინძლობს, მე-6 ტურის პარტიები მიილია, ქართველი მოჭადრაკეები კი საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება. 65 წლამდელთა შეჯიბრში 5.0-5.0 ქულით რუსი ევგენი სვეშნიკოვი (2509) და უკრაინელი ვალენტინ ბოგდანოვი (2376) ლიდერობენ, მათ კი ნახევარი ქულით ერთბაშად 5 მონაწილე ჩამორჩება.
მათ შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილიც (2299) გახლავთ, რომელსაც დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილი უკავია. ამავე კატეგორიაში თამარ ხმიადაშვილს (2081) 3.5 ქულით მე-16 პოზიცია უკავია.
50-წლამდელთა შეჯიბრში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი ბაღათუროვს (2393) და ზურაბ სტურუას (2545) აქვთ. მათ აქტივში 4.5-4.5 ქულაა. ქართველები ლიდერებს სომეხ რაფაელ ვაგანიანს (2577) და რუს ევგენი კალეგინს (2431) 0.5 ქულით ჩამორჩებიან და მესამე-მეოთხე ადგილები უკავიათ.
ამ ასაკობრივ კატეგორიაში მოთამაშე დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების მდგომარეობა ასეთია: 13. ციალა ქასოშვილი (2176) – 3.5; 23. ნინო მელაშვილი (2140) – 2140; 30. გიორგი ქიტესაშვილი (1814) – 1814; 42. თამარ ჭანტურია (1626) – 1.0;