არგენტინის ნაკრების ყოფილ შემტევს ერნან კრესპოს “ჩელსის” მთავარი მწვრთნელობა სურს. ამის შესახებ თავად კრესპომ განაცხადა.
“ჩელსი” კვლავ ჩემს გულშია. ვეცდები სამწვრთნელო კარიერაში განვვითარდე და ჩემი ოცნება ავისრულო - “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი გავხდე. მინდა ლონდონში რაც შეიძლება მალე მწვრთნელის რანგში დავბრუნდე”- კრესპოს სიტყვებს Talksport.com-ი ავრცელებს.
კრესპო “ჩელისიში” 2003 წლიდან 2008-მდე თამაშობდა. არგენტინელი 2015/16 წლების სეზონში იტალიურ “მოდენას” წვრთნიდა.