სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

20:38 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ლენდლს გაუთანაბრდა

“შტუტგარტის” ტურნირის 1/8-ფინალში როჯერ ფედერერმა ტეილორ ფრიტცი 6:4, 5:7, 6:4 დაამარცხა.

როჯერმა კარიერაში 1071-ე მატჩი მოიგო, რითაც ლეგენდარულ ივან ლენდლს გაუთანაბრდა. ღია ერაში მოგებული მატჩებით ფედერერი და ლენდლი 2-3 ადგილს იყოფენ. ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი 1256 შეხვედრა ჯიმი კონორსს აქვს მოგებული.

  1. ჯიმი კონორსი – 1256 მატჩი
  2. როჯერ ფედერერი – 1071
  3. ივან ლენდლი – 1071
  4. გილერმო ვილასი - 929
  5. ჯონ მაკინროი – 875
  6. ანდრე აგასი – 870
  7. სტეფან ედბერგი – 801
  8. რაფაელ ნადალი – 796
  9. ილია ნასტასე – 780
  10. პიტ სამპრასი – 762

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113763