ფეხბურთი

22:59 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხუანმიმ "საუთჰემპტონი" დატოვა

ესპანელი შემტევი ხუანმი კარიერას "სოსიედადში" გააგრძელებს. როგორც ესპანური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "საუთჰემპტონის" აწ უკვე ყოფილმა 23 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა. ჯერჯერობით ტრანსფერის სხვა დეტალები ცნობილი არაა.

ხუანმი ინგლისურ კლუბში გასული სეზონის დაწყებამდე გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 21 მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. "წმინდანებმა" ფეხბურთელი "მალაგასგან" 7 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს, თუმცა ხუანმიმ ინგლისელთა იმედები ვერ გაამართლა.

0.122718