კალათბურთი

12:54 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერიამ” სხვაობა შეამცირა (+VIDEO)

ნბა-ს ფინალის მესამე შეხვედრაში “კლივლენდ კავალიერსმა” შინ “გოლდენ სტეიტი” 120:90 გაანადგურა და სერიაში ანგარიში 1:2 გახადა. “კავალიერსმა” პირველსავე პერიოდში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რაც შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა. “კლივლენდის” ასეთი მარტივი გამარჯვების მიზეზი გუნდის ლიდერების კარგი თამაშია, ლებრონ ჯეიმსმა 32 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ირვინგმა 30 ქულა, სმიტმა - 20, “გოლდენ სტეიტში” კი ყველაზე მეტი 19 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. მოწოდების სიმაღლეზე ვერც ტომპსონი იყო, გუნდს მხოლოდ 10 ქულა შესძინა. “გოლდენ სტეიტმა” თავისი მთავარი იარაღი სამქულიანები ცუდი პროცენტით ესროლა, 33 ნასროლი სამქულიანიდან მხოლოდ 9 ჩააგდო (27.3%), როცა “კავალერიამ” 25-სამქულიანიდან 12 ზუსტად გამოიყენა (48%).

“კლივლენდის” რიგებში კევინ ლავს არ უთამაშია, როგორც ჩანს მეორე შეხვედრაში მიღებული დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არ ათამაშეს.

ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა “კლივლენდის” დარბაზში 11 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

“კლივლენდ კავალიერსი” – “გოლდენ სტეიტი” 120:90 (33:16, 18:27, 38:26, 31:21)

0.12539