სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადმა” ძირითადი მეკარის, ხერონიმო რულის სატრანსფერო უფლებები გამოიყიდა. აღნიშნული ცნობა ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “სოსიედადს” არგენტინელი მეკარის გამოსყიდვა 8 მილიონი ევრო დაუჯდა.
24 წლის მეკარე “მალდონადოს” საკუთრებაში იმყოფებოდა, თუმცა განვლილი ორი სეზონი “ანოეტაზე” ჩაატარა იჯარით და “ჩური ურდინის” კარი 62-ჯერ დაიცვა.