ერევანში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში ზურაბ სტურუამ (2545) თეთრი ფიგურებით რუსი ალექსანდერ იარმოლენკო (2217) დაამარცხა და 3.5 ქულით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ სტურუა ძალებს 50 წლამდე მოჭადრაკეთა შორის სცდის, სადაც მაქსიმალური შედეგით რუსი ევგენი კალეგინი (2431) ლიდერობს. მე-5 ტურში ზურაბი თეთრებით სწორედ კალეგინს ეთამაშება.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში 3.0 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება გიორგი ბაღათუროვი (2393), დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა კი ასეთია: 16. ციალა ქასოშვილი (2176) – 2.5; 19. ნინო მელაშვილი (2140) – 2.0; 31. გიორგი ქიტესაშვილი (1814) – 1.5; 39. თამარ ჭანტურია (1626) – 1.0;
65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი (2299) შავი ფიგურებით რუს ევგენი ვასიუკოვს (2403) დაუზავდა და 3.0 ქულით მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. 1.5 ქულით 33-ე პოზიცია უკავია თამარ ხმიადაშვილს. ამ ასაკში 3.5 ქულით 5 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ლიდერობს, რომელთაც სათავეში უკრაინელი ვალენტინ ბოგდანოვი (2376) უდგას.