ლუკა ზარანდიასა და ბელგიურ “გენკს” შორის კონტრაქტი ოფიციალურად დასრულებულია. 20 წლის ქართველი შემტევი სხვა კლუბში გააგრძელებს კარიერას, თუმცა სად, ეს ჯერ უცნობია.
ზარანდია 2014 წლის ზაფხულში თბილისის “ლოკომოტივიდან” გაიყიდა ბელგიურ კლუბში, თუმცა ძირითად გუნდში მხოლოდ ამხანაგური მატჩები ჩააატარა და გოლებიც გაიტანა. ბელგიის უმაღლეს ლიგაში კი ერთი წუთიც არ უთამაშია. ტრავმებმაც შეუშალა ხელი და საკმაო დრო გამოატოვებინა.