ფეხბურთი

14:08 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი იტალიასთან

7 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროს 2017-ის შესარჩევ მატჩში იტალიას უმასპინძლა. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით 7:0 დასრულდა. ქართველი გოგონები ევრო შესარჩევის შემდეგ შეხვედრას 15 სექტემბერს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ.

საქართველო ქ – იტალია ქ 0:7

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო ქ: ნადირაშვილი, ჩხარტიშვილი, კოჭლამაზაშვილი (46’ პასიკაშვილი), თოდაძე, ბაქრაძე (81’ დანელია), ჭყონია, გაბელია (კ), ტატუაშვილი, სხირტლაძე (70’ ზაქაიძე), სუთიძე.

მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე.

იტალია ქ: სკროფენეგერი, ბარტოლი, ბონანსეა, სტრაკი, გამა (კ) (65’ დი კრიშიო), გუაგნი, საბატინო (46’ ჯირელი), მაურო, ლინარი, მანიერი, პარიზი (54’ როსუჩი).

მწვრთნელი: ანტონიო კაბრინი.

გოლები: 0:1 მანიერი (7), 0:2 ბონანსეა (21), 0:3 საბატინო (41), 0:4 ბონანსეა (59), 0:5 მაურო (75), 0:6 ჯირელი (პენ) (79), 0:7 ჯირელი (90).

გაფრთხილება: 79’ ნადირაშვილი.

მსაჯი: ფლორენს გილმანი (საფრანგეთი).

სფფ-ის პრესსამსახური

0.116265