მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ნომერმა ჩოგბურთელმა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ბალახის საფარზე პირველი შეხვედრა მოიგო.
შტუტგარტის ტურნირის 1/16-ფინალში დელ პოტრომ გრიგორ დიმიტროვი 6:4, 6:2 დაამარცხა.
არგენტინელი შემდეგ ეტაპზე ჯონ მილმანს შეხვდება.
ხუან მარტინმა ბალახის საფარზე ბოლოს 2013 წელს უილბლდონის ტურნირზე მოიგო.