ჩოგბურთი

21:54 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ესენის ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) პირველივე რაუნდში გამოეთიშა. შაფათავა საწყის შეხვედრაში ჩეხ კაროლინა მუხოვასთან 6:3, 3:6, 3:6 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ წყვილთა ტურნირში ერთბაშად 3 ქართველი გოგონა ითამაშებს. შაფათავა და ისრაელის წარმომადგენეი დენიზ ხაზანიუკი ეკატერინე გორგოძეს და სოფო ქვაცაბაიას ეთამაშებიან.

0.116042