15 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა შანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირში ჩაერთო, თუმცა, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგს მალევე გამოეთიშა.
ერთეულთა საწყის მატჩში ქართველი ჩოგბურთელი მე-4 ნომრად განთესილ რუს ალინა სილიჩს გაეჯიბრა და 1:6, 2:6 წააგო.
წყვილთა მერვედფინალში შანიძე და რუსი ალინა კისლიცკაია უკრაინულ დუეტთან (პისარევა-პოპოვა) 3:6, 6:1, 5:10 დამარცხდნენ.
თურქულ ანტალიაში 10-ათასიან ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის პირველ შეხვედრაში ავსტრალიელ სტივენ კალდავისთან 4:6, 6:4, 1:6 დამარცხდა შოთა მეფარიძე.
წყვილებში მეფარიძემ და გიორგი ჯავახიშვილმა ბრაზილიურ დუეტთან (ბერნარდი-დე პაულა) 1:6, 0:6 წააგეს. ერთეულთა ბადეში ჯავახიშვილი პირველ ნომრად განთესილ ფრანგ იანიკ იანკოვიცს გაეჯიბრება.