იტალიის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდგომ ჯამპიერო ვენტურა გაწვრთნის. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. 68 წლის სპეციალისტი “სკუადრა აძურას” 2018 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის და წელიწადში 1.5 მილიონ ევრომდე მიიღებს ბონუსების გარეშე.
ვენტურამ სამწვრთნელო კარიერა ჯერ კიდევ 1976 წელს, გენუის “სამპდორიას” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და მას მერე, ბევრი გუნდი გამოიცვალა. ბოლო ხუთი წლის განმვალობაში იგი “ტორინოს” ავარჯიშებდა, რომელიც აწ დასრულებული სეზონის შემდეგ დატოვა.
გამოცდილი სპეციალისტი იტალიის ნაკრებში ანტონიო კონტეს ადგილს დაიკავებს, რომელიც ევროფორუმის მერე ლონდონის “ჩელსის” ჩაუდგება სათავეში.