ჭადრაკი

16:03 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ

ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის წინ პირველობის საუკეთესო შანსს უკრაინელი ანა უშენინა (2450) ინარჩუნებს, რომელმაც ათ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – ელიზაბეტ პაეტს (გერმანია, 2489), საბრინა ვეგა გუტიერესს (ესპანეთი, 2375) და ლილიტ მკრტჩიანს (სომხეთი, 2434) 0.5 ქულით უსწრებს.

ხსენებული ოთხეულის შემდეგ, 5 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, რომლის წევრებსაც აქტივში 7.0-7.0 ქულა აქვთ. მათ შორის ლელა ჯავახიშვილიც (2493) იმყოფება, რომელმაც გასულ ტურში შავი ფიგურებით უნგრელ ანიტა გარას (2345) სძლია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-9 ადგილზე იმყოფება.

ევროპის პირველობაზე მოთამაშე დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების მდგომარეობა ასეთია: 19. ნინო ხურციძე (2409) – 6.5; 23. სოფიკო ხუხაშვილი (2355) – 6.0; 28. სალომე მელია (2409) – 6.0; 43. ნინო ბაციაშვილი (2476) – 5.5; 49. მერი არაბიძე (2363) – 5.0; 52. მაია ლომინეიშვილი (2367) – 5.0; 79. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 4.5; 89. მირანდა მიქაძე (2233) – 4.0; 92. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 4.0; 102. სოფიო გვეტაძე (2311) – 3.5;

რუმინეთის კურორტ მამაიაში მიმდინარე ტურნირის დასკვნითი პარტიები დღეს შედგება, გამარჯვებულის ვინაობა კი, სავარაუდოდ, უშენინას და მკრტჩიანის შეხვედრაში გაირკვევა.

0.107305