ჩოგბურთი

23:03 | 6.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შანიძე ბაქოში კიდევ ერთ ტურნირში ჩაერთვება

15 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა შანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში რჩება და კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებს.

შანიძე ერთეულთა ბადის პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ ალინა სილიჩს გაეჯიბრება. წარმატების შემთხვევაში, ანას რუსულ დუელში (ზელევა-შაიდულინა) გამარჯვებული ელის.

წყვილთა შეჯიბრში შანიძე და რუსი ალინა კისლიცკაია უკრაინელებს – პისარევას და პოპოვას ეთამაშებიან.

თეგებიანა შანიძე
0.116615